წესები

1. საიტი PlayOn.ge-ს (შემდგომში საიტი) სისტემაში რეგისტრირებული პირი (შემდგომში მომხმარებელი) ვალდებულია ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის და სესხის აღების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს და საკრედიტო ხელშეკრულებას.

2. მომხმარებელი რეგისტრაციის გავლით და სესხის აღებისთვის განაცხადის შევსებით ადასტურებს შემდეგს: 2.1. უკვე შეუსრულდა 20 წელი; 2.2. გაეცნო და ეთანხმება წესებსა და ხელშეკრულების პირობებს; 2.3. მის მიერ მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ეკუთვნის მას, ასახავს მის მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციას და პასუხს აგებს მათ სისწორეზე.

3. საიტი იტოვებს უფლებას შეუჩეროს ანგარიში ან/და არ გასცეს სესხი თუ გამოვლინდა რომ მომხმარებელს არ შესრულებია 20 წელი ან წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია თავისი ასაკის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ატვირთავს გაყალბებულ პირადობის მოწმობას ან ისარგებლებს სხვისი პირადობის მოწმობით, საიტი იტოვებს უფლებას ინფორმაცია გადასცეს შესაბამის ორგანოებს.( აღნიშნული წესი ძალაში შედის 07/07/2015-დან და არ ვრცელდება მანამდე რეგისტრირებულ 18 წელზე ზემოთ მომხმარებლებზე თუ მათ არ გაუყალბებიათ ან/და არ უსარგებლიათ სხვისი პირადობის მონაცემებით ).

4. საიტზე რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლის მიერ არჩეული "პაროლი" არის საიდუმლო, მისი გასხვისება და გადაცემა მესამე პირზე იკრძალება. "პაროლის" უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებელი თავად მომხმარებელია. "პაროლის" დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემის და მოპარვის შემთხვევაში, მიყენებულ ზარალზე საიტი სრულად იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

5. საიტი იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მომხმარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და სესხის გაცემაზე და არ განმარტოს უარის მიზეზი.

6. მომხმარებლის მიერ, საიტიდან სესხის აღების მომენტში, მის მიერ თანხის სათამაშო ანგარიშზე შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საიტი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასთან დაკავშირებით. შეცდომით, სხვა სათამაშო ანგარიშზე გადარიცხული თანხის დაბრუნება მომხმარებლისთვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

7. მომხმარებლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა) შეცვლის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ცვლილების შედეგად რეგისტრირებულ მომხმარებელზე არ გასცეს სესხი.

8. მომხმარებელს თანხა ავტომატურად ჩაერიცხება მის მიერ არჩეული სათამაშო პროვაიდერის მომხმარებლის მიერ მითითებულ სათამაშო ანგარიშზე.

9. ნებისმიერი სესხის შესახებ ინფორმაცია ინახება საიტის მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საიტის ელექტრონულ არქივში დაცულ ჩანაწერს.

10. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეაჩეროს, შეწყვიტოს, მოახდინოს მოდიფიცირება, გააუქმოს ან დაამატოს თავისი მომსახურებები და სესხის პირობები.

11. მომსახურების მისაღებად მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე.

12. მომხმარებლის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც საიტს მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, შეილახება მისი საქმიანი რეპუტაცია, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას: 12.1. გააუქმოს ან/და დაბლოკოს ვებ-გვერდზე შემოსვლა; 12.2. აკრძალოს სესხის აღება; 12.3. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს "თაღლითობის ფაქტის" შესასწავლად, მასზე შემდგომი რეაგირების მიზნით; 12.4. სასამართლოს გზით მოთხოვოს მომხმარებელს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

13. წესებზე დათანხმების შემთხვევაში მომხარებელი თანახმაა მიიღოს როგორც საინფორმაციო, ასევე ტექნიკური და სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე

14. წესებზე დათანხმებით, მომხმარებელი აძლევს უფლებას საიტის ადმინისტრაციას მოახდინოს მისი (მომხმარებლის) საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმება სს "კრედიტინფო საქართველო"-ს ელექტრონულ ბაზაში.