ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავიარო რეგისტრაცია?
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შეავსოთ საიტის მთავარ გვერდზე განთავსებული რეგისტრაციის ფორმის ყველა ველი და დაადასტუროთ რეგისტრაცია მეილზე გამოგზავნილ ბმულზე გადასვლით
როგორ გავიარო ვერიფიკაცია?
ვერიფიკაციის გასავლელად საჭიროა გავლილი გქონდეთ რეგისტრაცია და შესული იყოთ პირად ანგარიშში. პარამეტრების გვერდზე ატვირთოთ პირადობის მოწმობა. თუ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი) დაემთხვევა თქვენს მიერ ატვირთულ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას, თქვენი მონაცემები გახდება ვერიფიცირებული და შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით
როგორ ავიღო სესხი?
იმისათვის რომ აიღოთ სესხი, აუცილებელია გავლილი გქონდეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია და შეავსოთ განაცხადი. განაცხადის შევსებისას მიუთითეთ სასურველი თანხა და მიუთითეთსათამაშო ანგარიშის მონაცემები, რომელზეც გსურთ თანხის ასახვა (შესაძლებელია მიუთითოთრამდენიმე სათამაშო ანგარიში ერთდროულად). ამის შემდგომ თქვენი განაცხადი განიხილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ მითითებულ ანგარიშ(ებ)ზე ჩარიცხოთ თანხა. თანხის ჩარიცხვამდე აუცილებელია, გაეცნოთ სასესხო ხელშეკრულების პირობებს დადაეთანხმოთ მას
რა დრო სჭირდება სესხის განაცხადის განხილვას?
სესხის განაცხადის განხილვა ხდება მიღებისთანავე და პასუხი გეცნობებათ 5-10 წუთში სატელეფონო მესიჯის სახით. ჩვენი მომსახურებით რამდენჯერმე სარგებლობისა და თანხის ვადაში გადახდის შემდეგ, შესაძლებელია განხილვის დრო შემცირდეს, რათა უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი
რამდენ ხანში ჩამერიცხება თანხა?
სესხი გაცემულად და სასესხო ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვლება თანხის ჩარიცხვის თანავე, შესაბამისად თანხის ასახვა ხდება მომენტალურად მას შემდეგ, რაც განაცხადზე მიიღებთ დადებით პასუხს და დაადასტურებთ ბალანსის შევსებას
როგორ დავფარო სესხი?
სესხის დაფარვა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, რომელზეც დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ თქვენს ანგარიშში გვერდზე “დაფარვა”. გადახდა შესაძლებელია როგორც სწრაფი გადახდის აპარატებით ასევე საკრედიტო/სადებეტო ბარათების საშუალებით
როდის შევძლებ განმეორებით სესხის აღებას?
ერთდროულად შესაძლებელია გქონდეთ მხოლოდ ერთი სესხი. განმეორებით სესხის აღების განაცხადის შევსება შეგეძლებათ არსებული სესხის დაფარვისთანავე